კიბერშეტევა აჭარის მაუწყებლის ვებ-გვერდზე

26 სექ 2020

კიბერშეტევა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს   ვებ-გვერდზე. ჰაკერებმა ვებ-გვერდის თავსართში ჩააშენეს კოდი, რომელიც ხელს უშლის გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პირდაპირ წვდომას და აფერხებს ვებ-გვერდის მუშაობას.

მაუწყებელი მიიჩნევს, რომ თავდასხმის მიზანი იყო მაუწყებლის მნიშვნელოვანი პლატფორმის მუშაობის პარალიზება და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ინფორმაციების გავრცელებისთვის ხელშეშლა. მაუწყებელმა უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.