ახალი სპეცტექნიკა მეხანძრე-მაშველებს

26 სექ 2020

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი, ევროპული სტანდარტის სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე შეიძინა. უწყების ცნობით ავტოკიბე 64 მეტრის სიგრძეზე, როგორც ავტომატურად ასევე მექანიკურად  იშლება.

მათი ინფორმაციით ის მნიშვნელოვნად გაზრდის მუშაობის ეფექტიანობას მაღალსართულიანი შენობების ხანძრის ქრობის სამუშაოების დროს.