პრემიერის მიმართვა გაეროს - შეფასებები

26 სექ 2020

პრემიერ-მინისტრის გზავნილები  იყო მკაფიო და პრინციპული - ასეთი შეფასებები  მოჰყვა სახელისუფლებო  გუნდში  გიორგი გახარიას გამოსვლას   გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან.

მთავრობის წევრების შეფასებით პრემიერ-მინისტრი შეეხო  ყველა იმ პრობლემას, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას, მათ შორის რუსულ ოკუპაციას, ასევე   გლობალურ გამოწვევებსაც და ამ ნაწილში  გაეროს წევრ ქვეყნებს კორონავირუსთან  ბრძოლის კუთხით საქართველოს წარმატებული მაგალითი გაუზიარა.