თაგოს საბაგირო შეზღუდვებით იმუშავებს - კაბინაში მხოლოდ ერთი მგზავრი უნდა იყოს

25 სექ 2020

შეზღუდვები შეეხება საბაგიროსაც, თუმცა ხულო-თაგოს დამაკავშირებელი ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება არ გაჩერდება.

მერიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ადგილობრივმა თვითმმართველობამ აჭარის შტაბთან შეთანხმებით მიიღო.

ბაგირგზა მგზავრთა შემცირებული რაოდენობით იმუშავებს. რეგულაციის მიხედვით კაბინაში მხოლოდ ერთი მგზავრი უნდა იყოს.