საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს

25 სექ 2020

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არხის გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. მას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი.

არხის გენერალური დირექტორის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.