24 სექ 2020
კორონავიურისის პრევენციის მიზნით, 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობა შეწყდება. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
"ხვალიდან იგეგმება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა და უკვე ზეგიდან იქნება საუბარი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვაზე. ჩვენ გვესმის, რომ ეს იქნება გარკვეული დისკომფორტის გამომწვევი, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ დიდი ხანი არ დაგვჭირდება ამ შეზღუდვის გამოყენება. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ეპიდემია პრაქტიკულად მიდის სტაბილიზაციისკენ, ამდენად ეს დამხმარე ზომა მობილობის შეზღუდვისთვის იქნება გადამწყვეტი მოკლე ხანებში ეპიდემიის სტაბილიზაციისთვის", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე განმარტებით, მისი თქმით, სასწავლო პროცესის განახლება და სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა, მაშინ მოხდება, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება. ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაც შეჩერდება.