24 სექ 2020
გავრცელებული ინფორმაციით რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა სოფელ ერგნეთის სიახლოვეს საქართველოს საჰაერო სივრცე მაშინ დაარღვია, როდესაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის ცხელი ხაზი, საკითხი ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე დადგება. ერგნეთში შეხვედრაზე, უკანონო ბორდერიზაციის და ცხინვალის საპატიმროში საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობის საკითხიც განიხილეს.