საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა

23 სექ 2020

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა -  ინფორმაცია მთავრობის  stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

დღეს დილით კიდევ ერთი გარდაცვლილი პაციენტის შესახებ გახდა ცნობილი. ის მკურნალობის კურსს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა.