პარლამენტში „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

23 სექ 2020

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს  ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, მესამე მოსმენით  განიხილავენ  დეპუტატები.  

ცვლილებები ეხება დეკრეტული შვებულების საკითხს, რომელშიც  მამის კომპონენტი შემოდის. უნდა განისაზღვროს სამუშაო დროის რეგულირების საკითხიც.

ასევე გაძლიერდება შრომითი ინსპექციის უფლებები.  უმრავლესობა კანონპროექტს მხარს უჭერს, უმცირესობა კი ხარვეზებზე საუბრობს.