09 ოქტ 2016
ევროკავშირსა და ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე საუბრობენ. საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემაჯამებელ შეფასებაში დარღვევების რამდენიმე ფაქტზეც არის საუბარი. აქვე წინასაარჩევნო პერიოდის დროს, კანდიდატებისა და ამომრჩევლების მისამართით ჩადენილ მიუღებელ საქციელზეც არის ყურადღება გამახვილებული.