137 ახალი ინფიცირებული და 3 გარდაცვლილი - კოვიდვითარება აჭარაში

22 სექ 2020

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იზრდება. სამწუხაროდ დღეს სამი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, მედიკოსების თქმით გარდაცვლილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.

კონკრეტულად აჭარაში ამ ეტაპზე 550-მდე პაციენტი მკურნალობს, 500-ზე მეტი ადამიანი საკარანტინო სივრცეებშია მოთავსებული.