აჭარაში შექმნილ ვითარებას მარინა ეზუგბაია ეცნობა

22 სექ 2020

თბილისისა და რეგიონების  შემდეგ ახლა  განსაკუთრებული ყურადღება  აჭარაზეა გადმოტანილი. ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო მედიკოსების რესურსების მობილიზება გახდა საჭირო.

ამირან გამყრელიძის შემდეგ ახლა ბათუმში იმყოფება მარინა ეზუგბაია, რომელიც ხვალიდან კლინიკებში არსებულ მდგომარეობას გაეცნობა, მანამდე კი აჭარის მთავრობაში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.