რვა პედაგოგს, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

22 სექ 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა რვა პედაგოგს, რომლებსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. სულ კი გამოკვლევას 2000-ზე მეტი მასწავლებელი ექვემდებარებოდა. 

მისი განცხადებით, შვიდი გურიაში, ერთი კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.

„2-11 სექტემბერს ტესტირების დღიური მაჩვენებელი გვქონდა 8 600, ხოლო 12-21 სექტემბერს ტესტირების საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 9 874. ბოლო ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 7 763. მოგეხსენებათ, დავიწყეთ იმ პედაგოგების ტესტირება, ვისაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. 2 237 ასეთი მასწავლებელი ექვემდებარებოდა გამოკვლევას.  მათ 71% ჩაუტარდა ტესტირება, რომელთა შორის კორონავირუსული ინფექცია რვა პედაგოგს დაუდასტურდა, მათ შორის შვიდი გურიაში და ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.