მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდათ

22 სექ 2020

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, ღამის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს.

წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით