საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო

21 სექ 2020

ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო. მერიის ინფორმაციით, აღსაზრდელები იმ პროდუქტებით იქნებიან უზრუნველყოფილნი, რაც სექტემბერში უნდა მიეღოთ.

სასურსათო პროდუქტების მიღება  ბაღებშია შესაძლებელი. პროდუქტის გაცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.