„მხედრული მამაცობისთვის“ მძიმედ დაჭრილი სამხედრო უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა

21 სექ 2020

ავღანეთში  მისიის შესრულებისას მძიმედ დაჭრილი სამხედრო ივერი ბუაძე „მხედრული მამაცობისთვის“ უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა.  მას ასევე მიენიჭა კაპიტნის წოდება. 

ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო. მან მკურნალობისა და შემდგომში სამედიცინო რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი გერმანიაში აშშ-სა და საქართველოში გაიარა. ამჟამად იგი  თავდაცვის აკადემიაში ტაქტიკური მომზადების ინსტრუქტორად მუშაობს.