ქუჩის მხატვრობის პროექტი

21 სექ 2020

ბათუმის ქუჩებში ფოტოგრაფიის მოყვარულებისთვის კიდევ 4 ლოკაცია გაჩნდა. სტრიტ არტისტებმა პროექტ „ნიკოს“ ფარგლებში გამსახურდიას, გორგილაძის და ლერმონტოვის ქუჩებზე უსახური კედლები სხვადასხვა ესკიზით გააფერადეს. 

პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ფესტივალების გამარჯვებულია და მის ფარგლებში 8 ნახატის შესრულება იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო დაფინანსება განახევრდა. პროექტი „ნიკო“-ს მიზანია ქალაქებს კულტურული ღირებულებები შეემატოს და უსახური სივრცეები გალამაზდეს. ასევე, ხელი შეეწყოს ხელოვნების ამ დარგის განვითარებას.