ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი გურიაში

19 სექ 2020

კორონავირუსის ახალი შემთხვევებია გურიაში. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში, ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მოქალაქეებს ტესტებს უტარებენ. სოფლის შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს. ზოტში რეგულაციები მას შემდეგ გამკაცრდა, რაც მეჩეთში მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა კოვიდ 19 და ახლა ინფიცირების წყარო იკვლევენ. კორონავირუსი დაუდასტურდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურის მცხოვრებსაც.