სტიქია აჭარის მაღალმთიანეთში

19 სექ 2020

უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გაქტიურა მაღალმთიან აჭარაში - ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ადიდდა მდინარეები და დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. დაზიანდა ელექტრო გადამცემი ბოძები, რის გამოც რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია  და შეფერხებით გადაადგილდება ავტომობილები.