ტოკიოში ტოჩინოშინმა მესამე ბრძოლა მოიგო

19 სექ 2020

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის სუპერტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინმა მეშვიდე საბრძოლო დღეს სეკივაკე დაიეასოს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში გაიმარჯვა.

ამ დღისთვის ქართველს 3 მოგება და 4 მარცხი აქვს. ლევანის შემდეგი მეტოქე მე-8 საშეჯიბრო დღეს ოძეკი ტაკაკეიშო იქნება.