ბათუმში ხვალ იწვიმებს, კვირას კი მზიანი ამინდი იქნება 

18 სექ 2020

ხვალ აჭარაში ამინდი შეიცვლება, როგორც სანაპირო კურორტებზე, ასევე მთიან ზოლში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი, პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი 15-20 მეტრ წამამდე.

ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე დაიკლებს.

ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 3 ბალი.

კვირას გამოიდარებს და 3 დღის განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.