ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი ადამიანი ამხილეს

18 სექ 2020

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი ადამიანი ამხილეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოს სახელით, დაამზადა და 10 000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ყალბი სასაქონლო ზედნადები.