უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიებს ბლოკებად გაერთიანებისთვის ვადა ეწურებათ

18 სექ 2020

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიებს ბლოკებად გაერთიანებისთვის ვადა დღეს ეწურებათ. ამ დროისთვის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მხოლოდ ერთი ბლოკია რეგისტრირებული. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია  - რესპუბლიკური პარტია“.

რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სულ 26 პარტიამ გამოთქვა.