18 სექ 2020
მორაგბე, "შვიდკაცას" კაპიტნის რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. დღესვე იმსჯელებს სასამართლო ბესელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.
მერაბ ბესელია სამართალდამცავებმა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანებები მიაყენა რამაზ ხარაზიშვილს.