კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა აჭარაში

17 სექ 2020

ადგილების რაოდენობა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და მედ ალფაში უკვე შეივსო. ჯამში ორივე კლინიკაში ასზე მეტი კოვიდ დადებითი პაციენტია განთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია 16 არასრულწლოვანი.  4 ორსული დაემატა ბათუმის სამშობიარო სახლის კოვიდ განყოფილებას. ჯამში აქ 12 ინფიცირებულია. საავადმყოფოს ადმინისტრაციის განცხადებით, ყველა მათგანთან ვირუსი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.