16 სექ 2020
ბათუმში კლინიკა "მედცენტრში" კორონავირუსი ორ ექთანს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ექთნების ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.
მათ კორონავირუსი მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში გამოუვლინდათ.
კლინიკის ინფორმაციით, დაწესებულება ფუნქციონირებას შეუფერხებლად განაგრძობს. პაციენტებს უტარდებათ თერმოსკრინინგი.