15 სექ 2020
ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში გამწვავებული ჰუმანიტარული ვითარება ამ საკითხებზე საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო ძალების მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე. მწვავედ დაისვა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის და საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავების საკითხი. მხარეებმა ასევე განიხილეს ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვის საკითხები.