არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო სუბიექტებს მიმართავს

15 სექ 2020

წინასაარჩევნო რეკლამის დამზადების და რეკლამის შინაარსის შექმნისას დაწესებული ვალდებულებების შესრულებისკენ  მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად არჩევნებისთვის".

მაუწყებლებს კი იმ ვალდებულებების დაცვისკენ, რომელიც გააჩნიათ, კონკრეტულად კი არ განათავსონ ეთერში ნორმის დარღვევით დამზადებული წინასაარჩევნო რეკლამა.