„დემოკრატია და ტექნოლოგიები“ - საქართველო სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნად აირჩიეს

15 სექ 2020

საქართველო მთავრობათაშორისი საერთაშორისო კოალიციის „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნად აირჩიეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფის თავმჯდომარეობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას სხვა სახელმწიფოებს გაუზიაროს ამ სფეროში დაგროვებული გამოცდილება. ჯგუფი 29 სახელმწიფოს აერთიანებს.