„ღირსეული პარტნიორი 2020"- საინჟინრო სწავლება

15 სექ 2020

„ღირსეული პარტნიორი 2020"-ის ფარგლებში კომბინირებული საინჟინრო სწავლება გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა  და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ოცეულებმა თავდაცვისა და შეტევის ოპერაციები განახორციელეს.

სწავლებაში ჩართული იყო ამერიკული „ჰამერები“, ასევე, ქართულ შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა "კობრა" და საინჟინრო ბატალიონის გამრღვევი მანქანა.