ენმ ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

14 სექ 2020

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კირთაძე ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. ამბობს, რომ მერიამ მუნიცპალური ავტობუსების გარე სარეკლამო ფართი 30 წლიანი იჯარით გადასცა ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანია „ალმას“, 4 მილიონ 100 ათას ლარად. რაც მისი თქმით, კვადრატულ მეტრზე დაანგარიშებით 2 ლადრი და 20 თეთრია. კომპანია კი მას დაახლოებით 300 ლარად აქირავებს. ხოლო ავტობუსის მოსაცდელებზე ბანერების განთავსება 1000 დოლარია, მაშინ როცა კომპანიამ ეს ფართები უფასოდ მხოლოდ მოვლა - პატრონობის უფლებით მიიღო. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ეს კომპანია ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ პირებს ეკუთვნით.