აჭარაში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

14 სექ 2020

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

პისიარ ტესტირება კი 2530 მოქალაქეს ჩაუტარდა.

14 სექტემბრის მონაცემებით, სტაციონარში მკურნალობს  238 პაციენტი. -კოვიდ კარანტინში კი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 97 მოქალაქე.