მესაზღვრეს ბათუმში მოგზაურობის ისტორიით კორონავირუსი აღმოაჩნდა

13 სექ 2020

სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მისი ტესტის პასუხი 12 სექტემბერს გახდა ცნობილი, ის შვებულებით სარგებლობდა შესაბამისად სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია. ეპიდემიოლოგები  წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას“აწარმოებენ - ნათქვამია ინფორმაციაში.