ქუთაისში ე.წ სკოლის კლასტერი 50-მდე გაიზარდა

12 სექ 2020

იმერეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან, 19 სკოლის პირველადი კლასტერია, ორი შემთხვევა კი კარავში კვლევის დროს  გამოვლინდა. 

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, აღნიშნული ორი პირიც ირიბად 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება.