ცაგერში ორი სოფელი ჩაიკეტება

10 სექ 2020

ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი ჩაიკეტა. სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში გადაადგილება დღეიდან იზღუდება.

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, მიზეზი კორონავირუსის გახშირებული რაოდენობა გახდა.

დღეს სოფლებში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაწყებულია მოსახლეობის ტესტირება.