გიდების დროებითი დასაქმების პროგრამა

10 სექ 2020

აჭარაში გიდების დროებითი დასაქმების პროგრამა ამოქმედდა. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის მიზანი გიდების დასაქმება და მთიანი აჭარის ტურისტულ ობიექტებში კოვიდსტანდარტების გაუმჯობესებაა. ერთი თვის განმავლობაში გიდები 400-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს მოინახულებენ.

გიდებმა კოვიდსტანდარტებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით დისტანციური სწავლება გაიარეს.მუნიციპალიტეტებში გასვლამდე ისინი პისიარ ტესტირებას ჩაიტარებენ. 

დროებითი დასაქმების პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი USAID-ის დაფინანსებით  ახორციელებს.