ტვ პირველი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, თანამშრომელს ტესტირება უტარდებათ

10 სექ 2020

ტვ პირველი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. არხის გენერალური დირექტორის განმარტებით, ამ დროისთვის ტელევიზიაში პისიარ ტესტი ყველა თანამშრომელს უტარდება. 

ტელევიზიაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და გათვალისწინებულია დაავადებათა კონტროლის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია. არხის თანამშრომელს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.