რესპუბლიკურ საავადმყოფოში 115 პაციენტი მკურნალობს

09 სექ 2020

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ჯანდაცვის მინისტრი გაეცნენ. მთვარობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია კოვიდინფიცირებული პაციენტების მდგომარეობის, შესაბამისი აღჭურვილობისა და მზაობის შესახებ.