უამინდობის გამო ცაგერში მეწყერი ჩამოწვა

09 სექ 2020

უხვი ნალექის გამო ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაშიჭალაში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.

სოფელ ლაშიჭალაში მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.