შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მრჩეველთა ჯგუფთან

09 სექ 2020

საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განვითარებისა,  კოორდინაციის და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით  „ნატო-2030 პროცესი“ ფარგლებში მიმდინარე კონსულტაციებში მონაწილეობს.  შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. 

მხარეებმა განიხილეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე არსებული თანამედროვე უსაფრთხოების საკითხები,  მათ შორის რეგიონში არსებული  გამოწვევები და მათთან გამკვლავების გზები,  ნატო-ს როლი ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის საკითხში, ალიანსის ეფექტიანობის გაძლიერების პერსპექტივები და შესაძლებლობები.