კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში დაფიქსირდა

09 სექ 2020

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1773 გახდა - ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 4-ით გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

რაც შეეხება აჭარას, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში 2700 PCR კვლევა ჩატარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, აქედან კორონავირუსი დაუდასტურდა 25 პირს.