აჭარაში 314.124 ამომრჩეველი და 3 ოლქია

08 სექ 2020

2 თვეზე ნაკლებ დროში, მოსახლეობამ პარლამენტის წევრებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაც უნდა აირჩიოს.

რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 26 პარტია იბრძვის. რაც შეეხება მაჟორიტარებს, რეგიონში 31 ოქტომბერს 3 მაჟორიტარს აირჩევენ.

უკვე პირველი ოქტომბრიდან საარჩევნო უბნებიც გაიხსნება, მანამდე კი საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევენ.