ბათუმში ხვალ იწვიმებს

08 სექ 2020

ხვალ, 9 სექტემბერს, სანაპირო კურორტებზე, ერთი დღით ამინდი შეიცვლება და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით. ტემპერატურა +24, +26 გრადუსი იქნება.

ზეგ გამოიდარებს და სამი დღის განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დღისით ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს.