აჭარაში ამომრჩეველთა სია დაზუსტდა

08 სექ 2020

არჩევნებამდე დარჩა 53 დღე. გააქტიურებულია საარჩევნო სამზადისი, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე აჭარის საარჩევნო კომისიასა და ოლქებში. პარტიის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 26 პარტია მიიღებს მონაწილეობას, უკვე დაზუსტებულია ოლქების ნუმერაცია და ამომრჩეველთა სია.