გამწვანების სამუშაოები ე.წ. ჭაობის დასახლებაში

08 სექ 2020

ე.წ. ჭაობის დასახლებაში რეაბილიტირებული ქუჩების გამწვანება მიმდინარეობს. 30-მდე ხე-მცენარე დაირგო ბესიკის ქუჩაზე. უწყების ინფორმაციით, გამწვანების სამუშაოები ეტაპობრივად ყველა რეაბილიტირებულ ქუჩაზე იგეგმება.