აჭარის ტელევიზიის პირველი დირექტორი გარდაიცვალა

04 სექ 2020

87 წლის ასაკში გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიის პირველი დირექტორი ლამარა ბოლქვაძე. იგი ტელევიზიის გახსნის დღიდან ხელმძღვანელობდა. აჭარის ტელევიზიამ პირველად  მაუწყებლობა 1987 წლის 4 ნოემბერს  15 წუთიანი გადაცემით დაიწყო.   

ლამარა ბოლქვაძე ტელევიზიის დირექტორი  4 წლის განმავლობაში იყო.   მანამდე კი 1965-78 წლებში აჭარის კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.