01 სექ 2020
2 თვიანი საარჩევნო კამპანია, აქტიურ ფაზაში შევიდა. საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, უკვე 59 პარტიაა რეგისტრირებული. მმართველმა პარტიამ ოპონენტებს მოუწოდა, კამპანია საქმიანი და მომავალზე ორიენტირებული იყოს. პროცესებზე პასუხისმგებლობა კი ორივე მხარემ გაინაწილოს. საარჩევნო კამპანიის დაწყებიდანვე სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვები ამოქმედდა. ხელისუფლების მოწოდება ოპოზიციას თუ უბრალოდ რჩევა და ოპონენტების პასუხები - რეპორტაჟში.