ნურის ტბის მოსავლელად ტენდერი ცხადდება

31 აგვ 2020

ბათუმში, ნურის ტბაზე შარშან მწყობრიდან გამოსული შადრევანისთვის ახალი დანადგარი ამ დრომდე არ შეუძენიათ. ტბაზე დამონტაჟ​ებული შადრევანი წყალში ჟანგბადის ზრდასა და სასიცოცხლო მაჩვენებლის კლებას უშლიდა ხელს. ახლა, ტბა პარალელური მოწყობილობით, წყალქვეშა კომპრესორების საშუალებით მდიდრდება ჟანგბადით. ასევე იწმინდება მექანიკურად, რის შედეგადაც ტბა წელს დადებით ბალანს ინარჩუნებს.