პეტრას ციხე მომავალ წელს გაიხსნება

31 აგვ 2020

პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა. მათ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიმდინარე სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ხელისუფლების წევრებმა ხაზი გაუსვეს ისტორიული ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის მნიშვნელობას. აჭარის მთავრობას პეტრას ციხის განახლებისთვის 750 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. 

რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ციხის დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლებს, ასევე - დერეფნის უბანს. ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ინფორმაცია და ვიდეო მასალა მთავრობის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.