თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის ექსპერტიზა დასრულდა

31 აგვ 2020

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა დასრულდა. დღევანდელ ექსპერტიზას „ჰიუნდაის" წარმომადგენლები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დამოუკიდებელი ექსპერტები და ექსპერტ-კრიმინალისტები ესწრებოდნენ.